დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

01:02, 10.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის მიმართულებით მიმდინარე ამერიკული სამხედრო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ ყურადღება გაამახვილა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებებზე, რომელსაც ისრაელი მტრულად აფასებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის საზღვრებთან ბუფერული ზონების შენარჩუნების აუცილებლობას.

ნეთანიაჰუს ოფისის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით კოორდინაციას გააგრძელებენ.

მსგავსი