დონალდ ტრამპს სამხრეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დემონსტრანტებმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამხრეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დემონსტრანტებმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. დონალდ ტრამპმა დემონსტრანტებს „ანაზღაურებადი მომიტინგეები“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათ „ამისთვის 250 დოლარს აძლევენ”.
„სხვათა შორის, მათი უმეტესობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან არიან. ისინი აქაურები არ არიან. ეს ყველაფერი დაფინანსებულია. ისინი ყალბი ადამიანების ხროვა არიან. ისინი საშინელი ხალხია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსვლისას.
პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ღონისძიებიდან გაიყვანა.
მანამდე მსგავსი ინციდენტები ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ შეკრებაზეც მოხდა.
ცნობისთვის, Reuters/Ipsos-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვაში დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ, 31%-მდე დაეცა. შუალედურ არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი. გამოკითხვის მიხედვით, კონგრესის არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 47% დემოკრატებს უჭერს მხარს, 35% – რესპუბლიკელებს.