დონალდ ტრამპს მანილაში საპროტესტო აქციით დახვდნენ
დონალდ ტრამპს მანილაში საპროტესტო აქციით დახვდნენ

დონალდ ტრამპი მანილაში ჩავიდა. ფილიპინებზე აშშ-ის პრეზიდენტს საპროტესტო აქციით დახვდნენ. მემარცხენე აქტივისტები ტრანსპარანტებით ხელში, ტრამპის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაც მოხდა. სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლიც. მანილაში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ფილიპინების ლიდერ როდრიგო დუტერტეს შეხვდა. მანილა დონალდ ტრამპის აზიური ტურნეს ბოლო გაჩერებაა.

აშშ-ის ლიდერი ხვალ ვაშინგტონში დაბრუნდება.