დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობა უკრაინის იმიჯის სწრაფად გამოსწორებას შეძლებს, ასევე სწრაფად იქნება გამოძიებული ის კორუფციული საქმეები, რომლებმაც აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთქმედება შეაყოვნეს. აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ აშშ მზადაა ფართომასშტაბიანი რეფორმების პროგრამების მხარდასაჭერად.

​თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება.

დატოვე კომენტარი