დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეების დაკითხვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეების დაკითხვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეების დაკითხვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანი, სარა სანდერსი იუწყება.

საქმე ეხება რუსეთის 12 მოქალაქეს, რომლებსაც ოფიციალური ვაშინგტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში ეჭვმიტანილებად მიიჩნევს.

ჰელსინკის სამიტის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, ამერიკელ გამომძიებლებს რუსეთის 12 მოქალაქის დაკითვხის ნებართვა მისცეს. სანაცვლოდ კრემლის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების იმ მოქალაქეების დაკითხვის ნებართვას ითხოვდა, რომლებსაც კრემლი არალეგალურ ქმედებაში სდებს ბრალს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, აღნიშნული პირები ფინანსისტ ბილ ბროუდერის წინააღმდეგ არსებულ გახმაურებულ საქმესთან არიან დაკავშირებულნი.

როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ჰელსინკის სამიტის დროს დონალდ ტრამპთან ორმხრივი დაკითხვის საკითხი განიხილა და აღნიშნული ინიციატივით მიმართა. თუმცა თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპმა წინადადებაზე უარი განაცხადა. ამასთან, სარა სანდერსმა იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმერ პუტინი 12 რუსი ეჭვმიტანილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაყვანას უზრუნველყოფს. რათა მათი უდანაშაულობა ან ბრალეულობა დამტკიცდეს.