დონალდ ტრამპი - ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარი იყო, კარგი ადამიანი, მან კარგად იმუშავა მიგრაციის საკითხზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უნგრეთის არჩევნებში დამარცხებული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „მისი მეგობარი იყო“.
„ის ჩემი მეგობარი იყო. ეს ჩემი არჩევნები არ იყო, მაგრამ ის ჩემი მეგობარი იყო, კარგი ადამიანი. მან კარგად იმუშავა მიგრაციის საკითხზე. მან არ დაუშვა, რომ ხალხი შესულიყო და დაენგრია მისი ქვეყანა, როგორც ეს იტალიამ გააკეთა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.