დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა, – ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth social-ში წერს.
„ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ, ბევრი სხვა ადამიანის უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ყველაზე შესაფერისი ადამიანი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ოჰაიოს შტატის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსია“, – წერს ტრამპი.