დონალდ ტრამპმა თურქეთის ციხიდან გათავისუფლებული პასტორი ენდრიუ ბრენსონი ოვალურ კაბინეტში მიიღო
დონალდ ტრამპმა თურქეთის ციხიდან გათავისუფლებული პასტორი ენდრიუ ბრენსონი ოვალურ კაბინეტში მიიღო

დონალდ ტრამპმა ენდრიუ ბრენსონი ოვალურ კაბინეტში მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულ ამერიკელ პასტორთან საუბრის დროს თეთრი სახლის ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ ბრენსონის გათავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

თავის მხრივ, ენდრიუ ბრენსონმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სენატორებს, რომლებიც პატიმრობის დროს ესტუმრნენ. ამერიკელი პასტორის თქმით, მისი გათავისუფლებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი იშრომა. სამადლობელი სიტყვის შემდეგ პასტორმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ილოცა.

ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრენსონი, რომელიც აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდა, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, 13 ოქტომბერს ქალაქ იზმირის სასამართლომ გაათავისუფლა.