დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმაღლეს მრჩევლებთან და კაბინეტის წევრებთან ირანის საკითხზე შეხვედრა გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმაღლეს მრჩევლებთან და კაბინეტის წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც ირანის მიმართ შესაძლო ესკალაცია განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები ირანთან აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ალბათობა, რომ სამხედროებმა თავდასხმები განაგრძონ.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მიმდინარე მოლაპარაკებებში ირანი „უფრო სერიოზული“ ჩანს.