დონალდ ტრამპმა თავისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ალ კაპონეს შეადარა
დონალდ ტრამპმა თავისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ალ კაპონეს შეადარა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი ალ კაპონეს შეადარა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა.

„თუ გავიხსენებთ წარსულს, ვის მოექცნენ უფრო ცუდად, მაფიის ლიდერს, საზოგადოების ნომერ პირველ მტერს, ალ კაპონეს თუ პოლ მანაფორტსპოლიტტექნოლოგსა და რეიგანის ფავორიტს, რომელიც ახლა ერთკაციან საკანშია უსაფუძვლოდ გამომწყვდეული“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში, პირველი სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. საბრალდებო სკამზე ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრი პოლ მანაფორტია, რომელსაც ბრალი 18 მუხლით აქვს წაყენებული და 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.