დონალდ ტრამპმა სპორტული ლიგების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ჩვეულ რიტმში დაბრუნება მალე სურს
დონალდ ტრამპმა სპორტული ლიგების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ჩვეულ რიტმში დაბრუნება მალე სურს

დონალდ ტრამპს სურს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე სახის სპორტული აქტივობა მაყურებლების მონაწილეობით ჩვეულ რეჟიმს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა წამყვანი სპორტული ლიგების პრეზიდენტებთან საქმიანი შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრას UFC-ის ხელმძღვანელი დანა ვაიტიც ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ტრამპი შერეული ორთაბრძოლების დიდი მოყვარულია და ხშირად ესწრება კიდეც აბსოლუტური სარბძოლო ჩემპიონატის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს.

„მე მსურს, ფანები მალე დაბრუნდნენ არენებზე. როგორც კი ამისათვის მზად ვიქნებით მაშინვე ყველაფერი ჩვეულ რითმს დაუბრუნდება. მე მესმის როგორ სურთ გულშემატკივრებს ღონისძიებებზე დასწრება. მათ სურთ კალათბურთის, ბეისბოლის, ჰოკეისა და სხვა სპორტების ახლოდან ყურება. მე ნამდვილად არ შემიძლია ზუსტი თარიღის დასახელება, თუმცა იმას გეტყვით, რომ ეს მოხდება ბევრად მალე ვიდრე წარმოგიდგენიათ“, – განაცხადა ტრამპმა მედიასთან საუბრისას.