დონალდ ტრამპმა სომალიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
დონალდ ტრამპმა სომალიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომალიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტრამპის ბრძანების თანახმად, დაახლოებით 700 ამერიკელი ჯარისკაცი სომალის 15 იანვრამდე დატოვებს.

„ალ-შაბაბთან“ და მის საერთაშორისო გლობალურ ტერორისტულ ქსელთან წარმატებული ბრძოლის ამ კრიტიკულ ეტაპზე აშშ-ის გადაწვეტილება სომალიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე განსაკუთრებით სამწუხაროა. აშშ-ის ჯარისკაცებმა უდიდესი ღვაწლი გასწიეს და უდიდესი გავლენა მოახდინეს სომალელი ჯარისკაცების წვრთნაზე“, – განაცხადა სენატორმა, აიუბ ისმაილ იუსუფმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია.

სომალიში აშშ-ის ჯარისკაცების მისია ძირითადად „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ ბრძოლისას სპეციალური ძალების მხარდაჭერაში მდგომარეობდა. რადიკალური დაჯგუფების მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა ასობით სამოქალაქო პირის, მათ შორის ამერიკელების სიცოცხლე იმსხვერპლა.