დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის რუკა, სადაც ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის დროშაა გამოსახული – „ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები?“

21:14, 23.05.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის რუკის სურათი, რომელზეც ირანი ამერიკის დროშის ფერებშია ნაჩვენები.

გამოქვეყნებულ სურათზე დატანილია წარწერა: „ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები?“

რუკაზე ირანი აშშ-ის დროშის ფერებშია, სხვა ქვეყნები – ხელუხლებელი.

ტრამპის გვერდზე არ არის განმარტება, რატომ გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტმა ეს პოსტი.

მსგავსი