დონალდ ტრამპმა შინზო აბეს იაპონიის ისტორიაში უდიდესი პრემიერ-მინისტრი უწოდა
დონალდ ტრამპმა შინზო აბეს იაპონიის ისტორიაში უდიდესი პრემიერ-მინისტრი უწოდა

დონალდ ტრამპმა შინზო აბეს იაპონიის ისტორიაში უდიდესი პრემიერ-მინისტრი უწოდა. ინფორმაციას თეთრი სახლის სპიკერი ჯად დერი ავრცელებს.​

დერის​ თქმით, ტრამპმა იაპონიის ყოფილ პრემიერს ამის შესახებ სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა საკუთარ „ტვიტერზეც“ დაწერა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თანამდებობიდან 28 აგვისტოს გადადგა. აბემ წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა, მისი შემცვლელის არჩევამდე, ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

შინზო აბეს ქრონიკული დაავადებები აქვს, რის გამოც პირველად პოსტი 2007 წელს დატოვა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ 2012 წელს კვლავ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.