დონალდ ტრამპმა სენატს გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე კელი კრაფტი წარუდგინა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სენატს გაერო-ში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე კელი კრაფტი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
კელი კრაფტი ამ დრომდე კანადაში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებს.
გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტი უკვე რამდენიმე თვეა ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც დეკემბრის მიწურულს ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. როდის გაიმართება სენატში კრაფტის კანდიდატურის განხილვა, თარიღი ჯერ უცნობია.