დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა კელი დეგნანის კანდიდატურა დაასახელოს
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა კელი დეგნანის კანდიდატურა დაასახელოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა კელი დეგნანის კანდიდატურა დაასახელოს. ვებგვერდის publicpool.kinja.com ინფორმაციით, ამის შესახებ რელიზშია ნათქვამი, რომელიც ადმინისტრაციულ საკვანძო თანამდებობებზე პირთა დასახელების მიზანს ეხება.

კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე კი, ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად მუშაობდა.

1993 წლის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დაწყებიდან კელი დეგნანი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი გასული წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს. ამ თანამდებობას იან კელი იკავებდა, რომელმაც მუშაობა აღნიშნულ პოსტზე შარშან გაზაფხულზე დაასრულა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

დატოვე კომენტარი