დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს პატიოსანი ადამიანი უწოდა
დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს პატიოსანი ადამიანი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში საკუთარ თავს პატიოსანი ადამიანი უწოდა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოძიებაზე, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სპეციალური პროკურორის ანგარიშის მიხედვით, რუსეთთან შეთქმულება არ ყოფილა და კუდიანებზე ნადირობა მიმდინარეობდა.

„რაც მე მაწუხებს არის ის, რომ როდესაც შენ არასწორად არაფერი გაგიკეთებია და ისინი კუდიანებზე ნადირობენ. და არის მიულერი, რომელსაც სძულს ტრამპი და არასდროს ყოფილა ჩემი მომხრე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ის პრეზიდენტი ხომ არ ფიქრობს, რომ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, ტრამპმა უპასუხა – „არასწორი არაფერი გამიკეთებია. რუსეთთან შეთქმულება არ ყოფილა“.

დატოვე კომენტარი