დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად შონ ქარანი დანიშნა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტრამპის უსაფრთხოებაზე პენსილვანიაში მკვლელობის მცდელობის დროს
დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად შონ ქარანი დანიშნა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მის უსაფრთხოებაზე 2024 წლის ივლისში პენსილვანიაში მკვლელობის მცდელობის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შონ ქარანი მის ოჯახს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იცავდა, რის გამოც მას ნდობას უცხადებს აღნიშნულ თანამდებობაზე.
„შონი გამოირჩეოდა, როგორც ბრწყინვალე ლიდერი, რომელსაც შეუძლია, წარმართოს ოპერატიული უსაფრთხოების გეგმები ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე რთული სპეციალური უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის. მან დაამტკიცა თავისი უშიშარი გამბედაობა, როცა საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, რათა ჩემი სიცოცხლე გადაერჩინა მკვლელის ტყვიისგან ბატლერში, პენსილვანიაში. მე სრული ნდობა მაქვს შონის მიმართ, რომ შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.