დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში აგრესიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში აგრესიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში აგრესიისთვის დაწესებული სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების განკარგულება გასცა.

პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები და პოლიტიკა კვლავ წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს.

შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო სანქციები 2014 წლის მარტში დაუწესა. აღნიშნული ზომები რამდენჯერმე გაფართოვდა და გახანგრძლივდა.

დატოვე კომენტარი