დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

გეგმის მიხედვით, აშშ-ის ზრდასრული მოქალაქეების უმეტესობა დახმარების სახით სახელმწიფოსგან 1200 დოლარს მიიღებს. მთავრობა ასევე დაეხმარება დაზარალებულ ბიზნესს და სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს.

კერძოდ, 1200 დოლარს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 75 000 დოლარზე ნაკლებია. ოჯახები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 150 000 დოლარზე ნაკლებია, სახელმწიფოსგან 2400 დოლარს და დამატებით თითოეულ ბავშვზე 500 დოლარს მიიღებენ.