დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის განმავლობაში პირველი ინდაური შეიწყალა (ვიდეო)
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის განმავლობაში პირველი ინდაური შეიწყალა. ტრადიციის ამსახველი კადრები, რომელიც მადლიერების დღეს უძღვის ხოლმე წინ, CNN-მა გაავრცელა. ცერემონიას პირველი ლედი, მელანია ტრამპი და პრეზიდენტის უმცროსი ვაჟი ბარონიც ესწრებოდნენ.
მანამდე, ორი ინდაური, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტს უნდა შეეწყალებინა, ფეშენებელურ სასტუმროში გადაიყვანეს. დრამსტიკი და ვიშბონი სასტუმრო „ვილიარდ ინტერკონტინენტალში“ მიიყვანეს, სადაც შინაური ფრინველები ძვირადღირებულ ნომერში დააბინავეს.
მინესოტაში გაზრდილი ინდაურების მოგზაურობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გაავრცელეს. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, შეწყალების შემდეგ, ისინი ვირჯინიის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაბინავდებიან.
თავად დონალდ ტრამპი მადლიერების დღეს ფლორიდაში მდებარე გოლფკლუბში ოჯახთან ერთად გაატარებს.
მადლიერების დღეს წელს 23 ნოემბერს აღნიშნავენ.