დონალდ ტრამპმა პენსილვანიის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და მიჩიგანის შტატებში გამარჯვების შესახებ განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტონის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპმა პენსილვანიის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და მიჩიგანის შტატებში გამარჯვების შესახებ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ პენსილვანიის თანამეგობრობაში, ასევე ჯორჯიის და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში დიდი უპირატესობა აქვს.
ტრამპის განცხადებით, ის იმარჯვებს მიჩიგანის შტატშიც, სადაც სხვადასხვა მონაცემებით, დიდი რაოდენობის ბიულეტენები ფარულად ჩაყარეს. აღსანიშნავია, რომ ხმების ფარულად ჩაყრასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადება „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთში წაშალა.
წინასწარი მონაცემებით, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში, ტრამპი ლიდერობს, მიჩიგანში – ჯო ბაიდენი. პენსილვანიაში ასევე დონალდ ტრამპი ლიდერობს, მაგრამ სხვაობა მცირდება. ხმების დათვლა კვლავ გრძელდება.
We have claimed, for Electoral Vote purposes, the Commonwealth of Pennsylvania (which won’t allow legal observers) the State of Georgia, and the State of North Carolina, each one of which has a BIG Trump lead. Additionally, we hereby claim the State of Michigan if, in fact,…..
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 4, 2020