დონალდ ტრამპმა პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა
დონალდ ტრამპმა პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პემ ბონდი ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი წერს, ბონდი „კერძო სექტორში ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან ახალ თანამდებობაზე გადავა“. ამასთან, ტრამპმა დაადასტურა, რომ გენერალური პროკურორის მოვალეობას ტოდ ბლანში შეასრულებს.

„პემ ბონდი დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთგულად მსახურობდა ჩემს გენერალურ პროკურორად. პემმა უდიდესი სამუშაო გასწია ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებით, რის შედეგადაც მკვლელობები 1900 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ჩვენ გვიყვარს პემი და ის კერძო სექტორში ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან ახალ თანამდებობაზე გადავა, რომლის უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ჩვენი გენერალური პროკურორის მოადგილე, ძალიან ნიჭიერი და პატივცემული იურისტი ტოდ ბლანში გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს“, – წერს ტრამპი.