დონალდ ტრამპმა ნატო-ს ლიდერთა შეკრების შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენცია გააუქმა
დონალდ ტრამპმა ნატო-ს ლიდერთა შეკრების შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენცია გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს ლიდერთა შეკრების დასასრულს დაგეგმილი პრესკონფერენცია გააუქმა. დონალდ ტრამპი პირდაპირ ვაშინგტონში მიემგზავრება. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გააკეთა.

„დღევანდელი შეხვედრების დასრულების შემდეგ, პირდაპირ ვაშინგტონში გავემგზავრები. დასასრულს პრესკონფერენცია არ იქნება, ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი პრესკონფერენცია იყო“, – წერს დონალდ ტრამპი.

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება მედიით გავრცელებული ვიდეოკადრების პასუხია, სადაც კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი განიხილავენ ტრამპის ბოლო პრესკონფერენციას და მასზე იცინიან.