დონალდ ტრამპმა მომავალ თავდაცვის მდივნად „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი დაასახელა
დონალდ ტრამპმა მომავალ თავდაცვის მდივნად „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომავალ თავდაცვის მდივნად პიტ ჰეგსეტი დაასახელა. ჰეგსეტი „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანია.

მანამდე ჰეგსეტი კენჭს იყრიდა მინესოტის შტატში სენატის წევრობისთვის.

„პიტი არის ძლიერი, ჭკვიანი და პრინციპის – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ჭეშმარიტი მიმდევარი. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულნი არიან – ჩვენი სამხედრო ძალები კვლავ იქნება დიდებული და ამერიკა არასდროს დაიხევს უკან“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპმა გავრცელებულ განცხადებაში.

ჰეგსეტს სამხედრო სამსახურის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილეობდა.