დონალდ ტრამპმა „მატყუარა საინფორმაციო საშუალებების“ პრემიის გამარჯვებულები დაასახელა
დონალდ ტრამპმა „მატყუარა საინფორმაციო საშუალებების“ პრემიის გამარჯვებულები დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მატყუარა საინფორმაციო საშუალებების“ პრემიის გამარჯვებულები დაასახელა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მიუხედავად ძალიან კორუმპირებული და უსამართლო გარემოსი, არსებობენ შესანიშნავი რეპორტიორებიც, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ, ქვეყნდება კარგი ინფორმაციებიც, რომლითაც ამერიკელ ხალხს შეუძლია იამაყოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

დაპირებული „მატყუარა მედიის პრემიის“ პირველ ადგილოსნად ტრამპმა New York Times-ის ჟურნალისტი პოლ კრუგმანი დაასახელა, რომელმაც იმავე დღეს, როცა ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა, დაწერა, რომ აშშ-ის ეკონომიკა ვეღარასოდეს აღდგებოდა.

მეორე ადგილზეა ABC-ის ჟურნალისტი ბრაიან როსი, რომლის რეპორტაჟმაც საბაზრო მოგების ვარდნა გამოიწვია. მესამე ადგილს კი ტელეკომპანია CNN იკავებს.

ჩამონათვალი 11 პუნქტისგან შედგება. ტრამპის მიერ მატყუარა მედიად დასახელებულებს შორის მოხვდნენ გამოცემები Time, Washington Post და Newsweek-იც

​აშშ-ის პრეზიდენტი ამ გამოცემებს ღიად უპირისპირდება და ოპოზიციურ პარტიებად მოიხსენიებს.