დონალდ ტრამპმა კორონავირუსით გარდაცვლილთა პატივსაცემად სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში დაწერა.
„დავუშვებ დროშებს ყველა ფედერალურ შენობაზე და ეროვნულ მონუმენტზე მომავალი სამი დღის განმავლობაში ყველა ამერიკელის ხსოვნის პატივსაცემად, ვინც კორონავირუსს ემსხვერპლა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 94 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ორშაბათს ქვეყანაში დროშებს დაუშვებენ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე აშშ-ისთვის გაწირეს.
I will be lowering the flags on all Federal Buildings and National Monuments to half-staff over the next three days in memory of the Americans we have lost to the CoronaVirus….
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 21, 2020