დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ორი ტრილიონი დოლარი გამოყოს
დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ორი ტრილიონი დოლარი გამოყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ორი ტრილიონი დოლარი გამოყოს.

ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.

„მაშინ, როდესაც აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები ნულს უტოლდება, დადგა დრო, მივიღოთ კანონი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელსაც ათწელეულებია ელოდებიან. ის უნდა იყოს მასშტაბური – ორი ტრილიონი დოლარი და უნდა იყოს ფოკუსირებული სამუშაო ადგილებზე და ჩვენი ქვეყნის ერთ დროს შესანიშნავი ინფრასტრუქტურის აღდგენაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.