დონალდ ტრამპმა კითხვაზე, დაუშვებს თუ არა აშშ ოდესმე ჩინეთის მიერ ტაივანის დაკავებას, პასუხისგან თავი შეიკავა
აშშ-ის პრეზიდენტმა თავი შეიკავა ეპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დაუშვებდა თუ არა ოდესმე აშშ ჩინეთის მიერ ტაივანის დაკავებას.
„მე არასდროს ვაკეთებ კომენტარს ამაზე. არ ვაკეთებ კომენტარს, რადგან არასდროს არ მინდა, ჩავიყენო თავი ამ მდგომარეობაში. და თუ მე ამაზე ვისაუბრებ, ამას ვეტყვი სხვებს, შესაძლოა, ამ მაგიდის გარშემო მყოფ ადამიანებს“, – თქვა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიენტის განცხადებით, მას ადრეც ჰქონდა და ახლაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ჩინეთის პრეზიდენტთან. ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანების დამოკიდებულებას, რომლებიც წინააღმდეგი არიან ჩინეთის მიერ აშშ-ში ინვესტიციების ჩადების, ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს არასწორია.
„ჩვენ გვინდა, მათ განახორციელონ ინვესტიციები შეერთებულ შტატებში. ეს კარგი იქნება. ბევრი ფული შემოვა და ჩვენც განვახორციელებთ ინვესტიციებს ჩინეთში. ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვექნება ჩინეთთან, იქნება ძალიან კარგი“, – თქვა ტრამპმა.