დონალდ ტრამპმა კინ ჩენ ინს “დაბალი და მსუქანი“ უწოდა
დონალდ ტრამპმა კინ ჩენ ინს “დაბალი და მსუქანი“ უწოდა

დონალდ ტრამპმა კინ ჩენ ინს „დაბალი და მსუქანი“ უწოდა.

როგორც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, „კიმ ჩენ ინმა “მოხუცი“ უწოდა, თუმცა მას არასდროს უთქვამს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი “დაბალი და მსუქანია“.

ამავე განცხადებაში, ტრამპმა კიმ ჩენ ინთან “დამეგობრება არ გამორიცხა“, აშშ-ის პრეზიდენტის მიკრობლოგზე  ჩანაწერი ვიეტნამის პრეზიდენტთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა. ამ მოლაპარაკების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ  შესანიშნავი მედიატორია და აზიელ ლიდერებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო დავის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.

ტაივანში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, ის და კიმ ჩენ ინი მართლაც დამეგობრდნენ, რაზეც აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს უცნაური იქნებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფხენიანში ტრამპს საომარ რიტორიკაში დასდეს ბრალი და თქვეს, რომ მისი განცხადებები კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების ესკალაციას უწყობს ხელს.