დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს საპასუხო წერილი მიწერა
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს საპასუხო წერილი მიწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს საპასუხო წერილი მიწერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სოციალურ ქსელში განაცხადა. მისი თქმით, წერილი ამერიკულმა დელეგაციამ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს სინგაპურში, უსაფრთხოების ფორუმზე გადასცა. სახელმწიფო მდივანს წერილის შინაარსზე არაფერი უთქვამს.

კიმ ჩენ ინისგან გაგზავნილი წერილი დონალდ ტრამპმა 13 ივლისს მიიღო. წერილში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ახალ მომავალთან დაკავშირებით, იმედს გამოთქვამდა. დონალდ ტრამპმა ის ძალიან სასიამოვნო წერილად შეაფასა და მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი.

დატოვე კომენტარი