დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინის საზოგადოებაში გამოჩენის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინის საზოგადოებაში გამოჩენის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც კიმ ჩენ ინი ცოცხალია, კომენტარი არ გააკეთა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჯერ კომენტარს არ გავაკეთებ. შესაფერის დროს გავაკეთებთ კომენტარს“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

გვიან ღამით ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ლიდერი 20-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოჩნდა.

კიმ ჩენ ინი კამერების წინ ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა. მას შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა.