დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს, რითიც მთავრობის ნაწილობრივი „შათდაუნი“ დასრულდა

02:16, 04.02.2026
President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს, რითიც მთავრობის ნაწილობრივი „შათდაუნი“ დასრულდა.

მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შეთანხმება მცირე უპირატესობით დაამტკიცა.

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 217 ხმით 214-ის წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი „შათდაუნი“ პირველ თებერვალს დაიწყო. ათობით ფედერალურ სააგენტოს დაფინანსება შეუწყდა, რამაც მთავრობის ნაწილობრივი დახურვა გამოიწვია.

მსგავსი