დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა „ლინდსი გრემის კანონპროექტს“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და ირანის მიმართ არსებულ სანქციებს ახანგრძლივებს

09:29, 19.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს, რომლის თანაავტორი გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემია. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, საუბარია აქტზე, რომელიც აძლიერებს და აფართოებს რუსეთის წინააღმდეგ საკანონმდებლო სანქციებს, ტარიფებსა და აკრძალვებს, ასევე ახანგრძლივებს ირანის მიმართ არსებულ სანქციებს.

„ლინდსი გრემის კანონპროექტი“ ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის თანამდებობის პირების, ბანკების, ოლიგარქებისა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, დააწესოს 100%-მდე ტარიფები იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ.

რაც შეეხება ირანის მიმართ სანქციებს, აღნიშნული კანონით კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს უკვე თავს ესხმის და ეს თითქმის ხუთი წელია, რაც გრძელდება.

„ვფიქრობ, ისინი უკვე თავს ესხმიან უკრაინის მოკავშირეებს. ისინი უკრაინის მოკავშირეებს უკვე დაახლოებით ხუთი წელია, თავს ესხმიან. ვფიქრობ, ყველა თანხმდება ამაზე“, –  აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი