დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ჰეზბოლას“ მხარდამჭერების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს 
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ჰეზბოლას“ მხარდამჭერების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ყველა იმ პირის, ორგანიზაციისა და სამთავრობო სტრუქტურის მიმართ, ვინც ლიბანურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ან მასთან დაკავშირებულ ქსელებს, მხარდაჭერას უწევს.

სანქციები აქტივების გაყინვას, აშშ-ის ვიზების ანულირებასა და აშშ-ში შესვლაზე აკრძალვას გულისხმობს.

მოძრაობა „ჰეზბოლა“ 1970-იანი წლების მიწურულს, ირანის „ისლამური რევოლუციის მცველთა“ მხარდაჭერით დაფუძნდა. 1990-იანი წლებიდან კი, პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა დაიწყო.

სხვადასხვა დროს ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა აიღო აშშ-ში, კანადაში, ისრაელში, ეგვიპტეში სპარსეთის ყურისა და ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებულ ტერაქტებზე.