დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც პანდემიის შედეგად დაზარალებულებს სახელმწიფო კონგრესის გვერდის ავლით დაეხმარება
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც პანდემიის შედეგად დაზარალებულებს სახელმწიფო კონგრესის გვერდის ავლით დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებებს, რომელთა საშუალებითაც, თეთრი სახლი კონგრესის გვერდის ავლით კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, უმუშევრებისთვის გახანგრძლივდება ფედერალური დახმარების პროგრამა, ხოლო ის მოქალაქეები, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლებია, წლის ბოლომდე ბეგარისგან გათავისუფლდებიან. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.