დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიასთან ნებისმიერ ხელშეკრულებას კრძალავს
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიასთან ნებისმიერ ხელშეკრულებას კრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანია „ბაიტდანსთან“ ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას კრძალავს.

თეთრი სახლის განმარტებით, განკარგულება, რომელიც 45 დღეში შევა ძალაში, მიზნად ისახავს იმ საფრთხის აღმოფხვრას, რომელსაც აშშ-ის უსაფრთხოებისთვის აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს.

ამერიკული სპეცსამსახურები შიშობენ, რომ სერვისი, რომელსაც „ბაიტდანსი“ სთავაზობს მომხმარებლებს, მოქალაქეთა პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს.

ტრამპის თქმით, „ტიკტოკი“ დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც საშიშია.

დონალდ ტრამპმა ანალოგიური ზომები მიიღო აპლიკაცია „ვიჩატთან“ მიმართებითაც, რომელიც ასევე ჩინური წარმომავლობისაა და კომპანია „თენსენთს“ ეკუთვნის.