დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც კონგრესის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტოები ახლა თეთრი სახლის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც კონგრესის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტოები ახლა თეთრი სახლის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებული.
საუბარია ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასა და ფედერალურ სავაჭრო კომისიაზე, რომლებიც ვალდებული იქნებიან, ახალი პოლიტიკური პრიორიტეტები აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუთანხმონ, რომელსაც ასევე ექნება ხმის უფლება მათი ბიუჯეტის დამტკიცებისას.
პრესრელიზში თეთრი სახლი პრეზიდენტის ამ ნაბიჯს აღწერს, როგორც „უზრუნველყოფას, რომ ყველა ფედერალური სააგენტო ანგარიშვალდებულია ამერიკელი ხალხის წინაშე, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს“.