დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას კრიტიკული წიაღისეულის მოპოვების დაუყოვნებლივ ზრდის შესახებ
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას კრიტიკული წიაღისეულის მოპოვების დაუყოვნებლივ ზრდის შესახებ

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას კრიტიკული წიაღისეულის მოპოვების დაუყოვნებლივ ზრდის შესახებ. საუბარია ისეთ წიაღისეულებზე, როგორებიცაა ურანი, სპილენძი, კალიუმი და ოქრო.

როგორც „სიენენი“ იუწყება, დონალდ ტრამპმა თავდაცვითი წარმოების შესახებ აქტი გამოიყენა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს აშშ-ს დახმარებას, შეამციროს დამოკიდებულება ისეთი ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტზე, როგორიცაა ჩინეთი, რომელიც, თავის მხრივ, დომინირებს ამ მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში.

განკარგულება უფლებამოსილებას ანიჭებს თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გამოიყენოს კანონი თავდაცვითი წარმოების შესახებ, რათა გაამარტივოს ადგილობრივი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების განვითარება. დოკუმენტი ასევე ავალებს შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დაგ ბურგუმს, ათი დღის ვადაში წარმოადგინოს ფედერალური მიწების სია, სადაც სასარგებლო წიაღისეული მდებარეობს.