დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერსა და ისრაელის პრეზიდენტს მიმართა - შესანიშნავი დღეა, შესაძლოა, თქვენი საუკეთესო დღე იყოს
ეს შესანიშნავი დღეა. შესაძლოა, თქვენი საუკეთესო დღე იყოს, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს.
„ეს ისტორიაა“, – უპასუხა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ვაშინგტონში ისრაელის ელჩის, იეჰილ ლეიტერის თქმით, ტრამპმა მას აეროპორტში უთხრა: „იცი, რომ შენი შვილი ღიმილით გიყურებს, იცი ეს, არა?“
„გული გამისკდა“, – წერს ლეიტერი X-ზე.
ლეიტერის ვაჟი, მაიორი მოშე იედიდია ლეიტერი 2023 წელს ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა.