დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ კონგრესის საპატიო მედლის საკუთარი თავისთვის მინიჭებაც სურს – „მინდოდა, ერთი ჩემთვისაც გამომეყო, მაგრამ მეუბნებიან, რომ არ შემიძლია“

00:53, 02.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეოდორ რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე ხუმრობით განაცხადა, რომ სურდა, საკუთარი თავისთვისაც მიენიჭებინა კონგრესის საპატიო მედალი.

„იცით, მინდოდა, ერთი ჩემთვისაც გამომეყო, მაგრამ მეუბნებიან, რომ არ შემიძლია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, თავის ვაჟებსაც სთხოვა, მოეფიქრებინათ მიზეზი, რატომ იმსახურებდა ის სამხედროების უმაღლეს ჯილდოს, თუმცა მათაც ვერაფერი მოიფიქრეს.

„ასე რომ, დღეს მათით უკმაყოფილო ვარ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა თეოდორ რუზველტის კონგრესის საპატიო მედალი რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას გადასცა. მედალი წლების განმავლობაში თეთრ სახლში, რუზველტის ოთახში იყო განთავსებული. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბიბლიოთეკა ჯილდოსთვის შესაფერისი ადგილი აღმოჩნდა.

მსგავსი