დონალდ ტრამპმა იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს როლის გააქტიურება სთხოვა
დონალდ ტრამპმა იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს როლის გააქტიურება სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, დონალდ რამპმა და იენს სტოლტენბერგმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს. მათ შექმნილ სიტუაციასა და რეგიონში ნატო-ს როლზე იმსჯელეს.

გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა იენს სტოლტენებრგს სთხოვა, რომ ნატო-მ ახლო აღმოსავლეთში უფრო აქტიური როლი შეასრულოს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს შეუძლია რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო დიდი წვლილი შეიტანოს. ტრამპი და სტოლტენბერგი ასევე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებენ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღნიშნავს, რომ ერაყსა და ავღანეთში ნატო საწვრთნელი მისიებით და როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი გლობალური კოალიციის წევრი, წამყვან როლს ასრულებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დატოვე კომენტარი