დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის პოზიციას ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით

14:27, 01.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის პოზიციას ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით.

ეს არის სამხრეთ ატლანტიკაში მდებარე ბრიტანეთის მიერ მართული არქიპელაგი.

„მე ყოველთვის განვიხილავ ყველა პოზიციას. ეს მხოლოდ ერთ-ერთია მრავალთაგან“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში, როდესაც კუნძულების სუვერენიტეტთან დაკავშირებით ჰკითხეს.

არგენტინა, ტრამპის მოკავშირის, ხავიერ მილეის ხელმძღვანელობით, ასევე აცხადებს კუნძულებზე სუვერენიტეტის პრეტენზიას.

მსგავსი