დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჰოკეის თამაშობს და მას „გუბერნატორს“ უწოდებს

12:00, 07.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან ერთად ჰოკეის თამაშობს და მას „გუბერნატორს“ უწოდებს.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე კარნი ყინულზე ზის, ტრამპი კი მიმართავს: „გუბერნატორო, ადექი“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა უნდა გახდეს აშშ-ის 51-ე შტატი. უფრო მეტიც, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ბევრი კანადელი მხარს უჭერს თავიანთი ქვეყნის შეერთებულ შტატებთან ამ რანგში შეერთებას.

კარნიმ, წინა პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მსგავსად, განაცხადა, რომ კანადა არასდროს არანაირი ფორმით არ შეუერთდება შეერთებულ შტატებს.

მსგავსი