დონალდ ტრამპმა „ფეისბუქის“, „ტვიტერის“, „ალფაბეტის“ და მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
დონალდ ტრამპმა „ფეისბუქის“, „ტვიტერის“, „ალფაბეტის“ და მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფეისბუქის“, „ტვიტერის“ და „ალფაბეტის“, ასევე მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ტრამპის სარჩელის მიხედვით, აღნიშნული ტექნოლოგიური კომპანიები კონსერვატორულ მოსაზრებებს უკანონოდ ბლოკავენ.

მაიამის საოლქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში აღნიშნულია, რომ კალიფორნიაში დაფუძნებული სოციალური მედიაპლატფორმები სიტყვის თავისუფლების უფლებას არღვევენ, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის გარანტირებული.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესისთვის საკლასო მოქმედების სტატუსის მიღებას ცდილობს, რაც ნიშნავს, რომ წარმოადგენს „ტვიტერის“, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ სხვა მომხმარებლების ინტერესებსაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი უსამართლოდ გააჩუმეს.

„ჩვენ მივაღწევთ ისტორიულ გამარჯვებას ამერიკის თავისუფლებისთვის და ამავე დროს სიტყვის თავისუფლებას“, – განაცხადა ტრამპმა.

აღნიშნულმა კომპანიებმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს თავის პლატფორმებზე წვდომა მიმდინარე წლის დასაწყისში, კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ შეუზღუდეს და თქვეს, რომ დონალდ ტრამპმა ძალადობა წააქეზა.