დონალდ ტრამპმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
დონალდ ტრამპმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

დონალდ ტრამპმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის გაუქმების საფუძველი ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტია.

„იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნებულან, მე გადავწყვიტე, რომ ყველა მხარისთვის კარგი იქნება არგენტინაში, პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან უკვე დაგეგმილი შეხვედრა გავაუქმო. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან სამიტს მას შემდეგ, რაც ეს სიტუაცია მოგვარდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ბოლოს, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ნოემბრის დასაწყისში, პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაესაუბრა.