დონალდ ტრამპმა დემოკრატ ლიდერებთან საჯარო დებატები გამართა
დონალდ ტრამპმა დემოკრატ ლიდერებთან საჯარო დებატები გამართა

დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში დემოკრატ ლიდერებთან საჯარო დებატები გამართა. შეხვედრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნენსი პელოსსა და ჩაკომ შუმერომთან ერთად მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების საკითხი განიხილა.

თეთრი სახლის ლიდერი დემოკრატებს დაემუქრა, რომ თუ ბიუჯეტის შესახებ კანონს მხარს არ დაუჭერენ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს.

შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ ეს დონალდ ტრამპსა და დემოკრატ კონგრესმენებს შორის პირველი შეხვედრა იყო.

დონალდ ტრამპმა აგვისტოში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის უკვე 3,5 მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი, კედლის ბოლომდე ასაშენებლად კი ბიუჯეტიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა იყო საჭირო.

თუ 21 დეკემბრამდე, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, კანონის თანახმად მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია მუშაობას შეაჩერებს.