დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს „საძაგელი“ უწოდა
დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს „საძაგელი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს „საძაგელი“ უწოდა. როგორც დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მეტე ფრედერიკსენის ფრაზა, რომელშიც მან აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენის სურვილს „აბსურდი“ უწოდა, „შეუსაბამო“ იყო.

„ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ეს იდეა აბსურდია, საძაგლობა იყო. ეს შეუსაბამო განცხადებაა. მას უბრალოდ უნდა ეთქვა – არა და ჩვენ არ დავინტერესდებოდით. ის ხომ მე არ მესაუბრება, ის ესაუბრება აშშ-ს. აშშ-თან ასე საუბრის უფლება არ გაქვს, ყოველ შემთხვევაში ჩემი პრეზიდენტობის დროს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დანია „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა. მისი თქმით, დანია ნატო-ს წევრია და ამ დრომდე არ ასრულებს ვალდებულებას და სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე არ ზრდის.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და დანიას შორის ურთიერთობები მას შედეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა დანიის შემადგენლობაში მყოფი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი კუნძულის გრენლანდიის შეძენის სურვილი გამოთქვა. დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დანიის მთავრობა ეს იდეა უარყო. ამის გამო დონალდ ტრამპმა დანიაში 2 სექტემბრისთვის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.