დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გეგმავს USAID-ის გაუქმებას, რომელშიც, მისი თქმით, „თაღლითობის მრავალი შემთხვევაა“
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გეგმავს USAID-ის გაუქმებას, რომელშიც, მისი თქმით, „თაღლითობის მრავალი შემთხვევაა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გაუქმებას გეგმავს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ილონ მასკი, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობს, „შესანიშნავ სამუშაოს“ ასრულებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სააგენტოში თაღლითობის მრავალი შემთხვევა არსებობს და თქვა, რომ ისურვებდა განათლების დეპარტამენტის დახურვასაც აღმასრულებელი ბრძანების გამოყენებით.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ მასშტაბური რეორგანიზაციის ფარგლებში.