დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ერთ საათზე მეტხანს ისაუბრეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა აღნიშნა, ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ანგარიზე, ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზე და ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრეს. რობერტ მიულერის ანგარიშთან დაკავშირებით, ტრაპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს პრეზიდენტები მოკლედ შეეხნენ.
„ორივე ლიდერმა იცის, რომ შეთქმულება არ ყოფილა“, – აღნიშნა სარა სანდერსმა.